კარდიომიოპათია

კარდიომიოპათია
აერთიანებს მიოკარდიუმის პირველად არა ანთებით დაავადებებს. დამახასიათებელია: კარდიომეგალია (დიდი გული), გულის პროგრესირებადი რეფრაქტერული უკმარისობა და რითმის დარღვევა. დაავადებისათვის დამახასიათებელია: გულის ღრუების გადიდება (როგორც მარჯვნივ, ისე მარცხნივ); საზღვრების მკვეთრი გადიდება; კუმშვადობის მაჩვენებლის მკვეთრი დაქვეითება; ადვილად დაღლა; ჰაერის უკმარისობა, ქოშინი; ტკივილი გულის არეში; სხვადასხვა ემბოლიური გართულებები თავის ტვინში, ფილტვის არტერიის სისტემაში; შეგუბებითი მოვლენები სისხლის მიმოქცევის მცირე და დიდ წრეში. დაავადება შეიძლება გართულდეს პარკუჭების ფიბრილაციითა და ასისტოლიით.
Source: ვერულაშვილი ივანე, ვერულაშვილი ია. ასაკი და ორგანიზმის ბიოლოგიური საათი: [ქართ. და რუს. ენ.] / ივანე ვერულაშვილი, ია ვერულაშვილი; [რედ. მედიცინის დოქტორი მარინე ქორთუშვილი] - თბ.: [ფონდი ტასო], 2007

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Поможем написать реферат

Смотреть что такое "კარდიომიოპათია" в других словарях:

  • მიოკარდიტი — მიოკარდიუმის ანთებით გამოწვეულ დაავადებას მიოკარდიტი ეწოდება. მიოკარდიტის გამომწვევი უხშირესი მიზეზია ვირუსული ინფექცია, რევმატიზმი, დიფტერია; მაგრამ შეიძლება განვითარდეს ტოქსინების, მედიკამენტების, აუტოიმუნური, ალერგიული და ანთებითი ფაქტორების… …   Georgian encyclopedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»